"პალიტრანიუსის" ოპერატორს, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაზარალებულად ცნობის დადგენილება გადასცეს
„პალიტრანიუსის“ ოპერატორს, რომა ტარუღიშვილს, რომელსაც 5 ივლისს „პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაზარალებულად ცნობის დადგენილება ოფიციალურად გადასცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რომა ტარუღიშვილმა განუცხადა.
ოპერატორ რომა ტარუღიშვილს დაზარალებულის სტატუსი 8 ივლისს მიენიჭა.
ცნობისთვის, რომა ტარუღიშვილს 5 ივლისს „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც მას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
ოპერატორის განცხადებით, ამ დროისთვის ის თავს კარგად გრძნობს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას აგრძელებს.