loader

ჯო ბაიდენი სრულად ვაქცინირებული პირებისთვის 100 აშშ დოლარის გადახდის ინიციატივით გამოდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯო ბაიდენი სრულად ვაქცინირებული პირებისთვის 100 აშშ დოლარის გადახდის ინიციატივით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შტატების ადგილობრივ მთავრობებს მოუწოდა, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებს, 100 აშშ დოლარი გადაუხადონ.

„მოვუწოდებ ყველა შტატსა და ადგილობრივ მთავრობებს, გამოიყენონ დაფინანსება, რომელიც მიიღეს, იმისთვის, რომ გადაუხადონ 100 დოლარი ყველას, ვინც სრულად აიცრება. ვიცი, რომ შეიძლება ეს უსამართლოდ ჟღერდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ თუ წახალისების საშუალებები გვეხმარება ამ ვირუსის დამარცხებაში, მიმაჩნია, რომ ჩვენ ისინი უნდა გამოვიყენოთ", - აღნიშნა ბაიდენმა.