loader

აპოკალიპტური კადრები თურქეთიდან, სადაც ხანძრის ჩაქრობა დღითი დღე რთულდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აპოკალიპტური კადრები თურქეთიდან, სადაც ხანძრის ჩაქრობა დღითი დღე რთულდება

თურქეთში, მარმარისის კურორტზე, ტყის ხანძარი ტურისტულ ზონას მიუახლოვდა, რის გამოც ორი სასტუმროდან და ოთხი ვილიდან დამსვენებლების ევაკუაცია გახდა საჭირო.

როგორც CNN Turk-ი იუწყება, მუღლის პროვინციაში ხანძარმა ხუთვარსკვლავიანი 2 სასტუმროს ბაღებამდე მიაღწია.

პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით დამსვენებლები პლაჟიდან გაიყვანა. იქ, სადაც ხმელეთით მისვლა გართულდა, ევაკუაციის პროცესში მაშველებს დახმარება აღმოუჩინეს ნავების მფლობელებმაც.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტები ხანძრისგან მოშორებით, სხვა სასტუმროებში გადაიყვანეს. თურქული მედიის ცნობით, ხანძრის ჩაქრობას ხელს უშლის ძლიერი ქარი. მანამდე ხელისუფლებამ ანტალიის პროვინციის 18 სოფლისა და რაიონის ევაკუაცია განახორციელა, კიდევ 16 სოფელი კი ადანასა და მერსინის პროვინციებშია ევაკუირებული.