loader

"დელტა" ვარიანტი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა და მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია - ექსპერტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დელტა" ვარიანტი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა და მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია - ექსპერტები

კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა და მძიმე დაავადების გამოწვევა შეუძლია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის კვლევაშია აღნიშნული.

კვლევამ აჩვენა, რომ „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებული ვაქცინირებული ადამიანების „ცხვირი და ყელი დიდი რაოდენობის ვირუსის მატარებელია“. ეს კი ნიშნავს, რომ „დელტა“ ვარიანტით დაინფიცირებული ვაქცინირებული ადამიანები, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები არ აქვთ, ისეთივე გადამდებები არიან, როგორც არავაქცინირებულები.

ამასთან, როდესაც ვირუსი ცდილობს შეაღწიოს ფილტვებში, იმუნური უჯრედები ვაქცინირებულ ადამიანებში სწრაფად აღმოფხვრის ინფექციას. ეს ნიშნავს, რომ ვაქცინირებული ადამიანები ინფიცირებულები და გადამდებები გაცილებით მოკლე პერიოდის განმავლობაში არიან, ვიდრე არავაქცინირებულები.