X
"მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერა" - ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე
17:39 / 30-07-2021
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას გამორიცხავს და ამბობს, რომ ამ პარტიასთან ღირებულებითი შეუთავსებლობა აქვთ, ხოლო გიორგი გახარიასთან თანამშრომლობაზე აცხადებს, რომ „მოღალატესთან არავინ რიგდება“.

ამასთან, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ქვეყანას სჭირდება, მტერთან გარიგებაც შესაძლებელია, ხოლო მოღალატესთან - არა.

„რაც შეეხება პოტენციურ კოალიციურ პარტნიორობას პარტიებთან - რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიცია არის აბსოლუტურად გამორიცხული. დარწმუნებული ვართ, ის ღირებულებითი შეუთავსებლობა, რაც გვაქვს ამ პარტიასთან, მომავალშიც არ აღმოიფხვრება. აქედან გამომდინარე, თეორიულადაც წარმოუდგენელია ასეთი კოალიცია - ისინი ვერ შეიცვლებიან.

რაც შეეხება გახარიას, არსებობს მაგალითები, როდესაც მტერთანაც გარიგდებიან ხოლმე, მაგრამ არავინ არ რიგდება მოღალატესთან. აქედან გამომდინარე, ეს გამორიცხულია. პოლიტიკაში, თუ ქვეყანას სჭირდება, მტერსაც შეიძლება გაურიგდე, მაგრამ მოღალატეს ვერა“, - განაცხადა კობახიძემ.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“სახალისო ინციდენტი ქართული ბომონდის წვეულებიდან“ - რა კადრებს ავრცელებს ხათუნა ჟორდანია?   
“აფხაზეთი საქართველოა“ - გულშემატკივართა ულამაზესი პერფორმანსი ბათუმის სტადიონზე.

ვიდეოს ლევან დევაძე ავრცელებს.
ანიტა რაჭველიშვილის მიერ შესრულებული “ჰერიო ბიჭებო“ ინტერნეტს იპყრობს

ვიდეო: “ჟრუანტელი“
“ძალიან დიდი ცვლილებები მოხდება! კი არ შევალთ, შევვარდებით ნატოში“ - ლელა კაკულია “გიორგი ბრწყინვალესა“ და “მეცნიერების“ შესახებ საგანგებო წინასწარმეტყველებას ავრცელებს
“ყველაზე მაგარი ტაქსის მძღოლი“ - რა ვიდეოს უქვეყნებს მერაბ დვალიშვილი ლიანა ჯოჯუას ლას- ვეგასიდან?
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“ - ავჭალაში გადაღებულმა ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია
ულამაზესი სანახაობა გლდანში - ვიდეო ინტერნეტ ჰიტი გახდა
“მიყვარხარ პატრიარქო“ - უწმინდესისა პატარა ბიჭის ემოციურმა ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო