loader

"სამედიცინო უნივერსიტეტში გახსნილ ახალ სივრცეში, დღეში 4 000-მდე პირი შეძლებს აცრის გაკეთებას" - ეკატერინე ტიკარაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამედიცინო უნივერსიტეტში გახსნილ ახალ სივრცეში, დღეში 4 000-მდე პირი შეძლებს აცრის გაკეთებას" - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტში გახსნილ მასობრივ ვაქცინაციის ახალ სივრცეში, დღეში დაახლოებით, 4 000 პირი შეძლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას. როგორც ტიკარაძემ განმარტა, საწყის ეტაპზე, ადგილზე 10 ბრიგადა იმუშავებს, რომელიც 1 000 ადამიანის მომსახურებასშეძლებს.

მინისტრმა ასევე საწოლფონდთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღესდღეობით კლინიკურ სექტორში მობილიზებულია 7 ათასამდე საწოლი, საიდანაც 6 ათასამდე საწოლი დაკავებულია. მისი თქმით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას გადის 1200-მდე პაციენტი, რაც საკმაოდ საყურადღებოა.