loader

"ეშმაკის ბორბლის ქვეშ იპოვეს დამალული, ტოტები და ფოთლები ეფარა" - ნატა ფერაძე თბილისში ნაპოვნი გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეშმაკის ბორბლის ქვეშ იპოვეს დამალული, ტოტები და ფოთლები ეფარა" - ნატა ფერაძე თბილისში ნაპოვნი გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალის შესახებ

"ეშმაკის ბორბლის ქვეშ იპოვეს დამალული, ტოტები და ფოთლები ეფარა" - ამის შესახებ ნატა ფერაძე თბილისში ნაპოვნი გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიელი 31 წლის შანე ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ამ დრომდე დაუდგენელია რა ვითარებაში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი. ავსტრალიელი ქალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ის სა­ლაშ­ქროდ წა­ვი­და და მისი კვა­ლი გუ­შინ­დე­ლი დღი­დან იკარ­გე­ბა. რო­გორც მე­გობ­რე­ბი ჰყვე­ბი­ან, გო­გო­ნა მთაწ­მინ­დის ტე­რი­ტო­ი­ა­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. ბო­ლოს მისი ტე­ლე­ფო­ნი­დან ზარი შე­ვი­და მე­გო­ბარ­თან ამე­რი­კა­ში, სა­დაც ის­მო­და ხმე­ბი: "ძა­ლი­ან გთხოვთ, გა­წი­ეთ ხე­ლე­ბი". ავსტრალიელი შანაე ბრუკი ინგლისურის მასწავლებელი იყო და საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძი­ე­ბა 143-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს.