loader

რა ხდება ამ წუთებში მთაწმინდის ფერდობზე, სადაც ავსტრალიელი ქალის ცხედარი იპოვეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში მთაწმინდის ფერდობზე, სადაც ავსტრალიელი ქალის ცხედარი იპოვეს?

მთაწმინდის ფერდობზე, სადაც სავარაუდოდ, ავსტრალიის მოქალაქის ცხედარი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტების დამატებითი ჯგუფი მივიდა. ისინი ტერიტორიაზე სპეციალური აღჭურვილობით შევიდნენ. ჯერჯერობით ამ დრომდე გარდაცვლილის ცხედარი გამოყვანილი არ არის. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სამართალდამცავები მედიას მოუწოდებენ, რომ ტერიტორიაზე არ შევიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის მოქალაქე 30 ივლისს გაუჩინარდა.

ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ვიდეო: "ტვ პირველი", გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათი".