loader

სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში სდებენ ბრალს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სომხეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროები ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში სდებენ ბრალს

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 31 ივლისს, 18:00 საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ერასხის მონაკვეთზე სომხეთის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

სამინისტროს ცნობით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მნიშვნელოვნად დაზიანდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც საკვები პროდუქტები გადაჰქონდა.

პარალელურად კი ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

მათი ცნობით, 03:45 სააათზე სომხურმა ძალებმა ნახჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სადარაკის რეგიონში აზერბაიჯანის არმიის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

სამინისტროს განცხადებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ბოლო მონაცემებით, ამ დროისათვის სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიმშვიდეა.