loader

"ტოკიო თაუერზე" შენიშნეს, ფოტოებს იღებდნენ" - რატომ და რომელ ქართველ ძიუდოისტებს შეუჩერეს აკრედიტაცია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტოკიო თაუერზე" შენიშნეს, ფოტოებს იღებდნენ" - რატომ და რომელ ქართველ ძიუდოისტებს შეუჩერეს აკრედიტაცია?

ტოკიოს ოლიმპიადის 2 ქართველ სპროტსმენს, რომლებმაც ოლიმპიური სოფელი თვითნებურად დატოვეს, რათა ტოკიოს ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ, ოლიმპიადის დატოვება მოუწევთ, - ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ ჩამოვართვით აკრედიტაციები, რადგან გვჯერა, რომ ოლიმპიური სოფლის დატოვების ფაქტი არ უნდა დაფიქსირდეს“, – განაცხადა ტოკიო 2020-ის სპიკერმა.

გამოცემის ცნობით, ოლიმპიადის დაწყებიდან, ეს მსგავსი პირველი ინციდენტია. სტატიაში აღნიშნულია, რომ ისინი ვერცხლის მედლის მფლობელი ქართველი ძიოდისტები არიან.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, სპორტსმენები, რომელთაც პროტოკოლი დაარღვიეს, არიან ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა უკვე დაასრულეს.

ვიდეო: ფორმულა