loader

"ეს არის ძალიან სასიხარულო ამბავი ჩვენთვის" - რა ინფორმაცია გააჟღერა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური ზრდის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის ძალიან სასიხარულო ამბავი ჩვენთვის" - რა ინფორმაცია გააჟღერა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური ზრდის შესახებ

"ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ბოლო 6 თვეში ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა ჰქონდა.

"პარასკევს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რომელმაც 18,7% შეადგინა და ეს ადასტურებს, თუ რაოდენ მაღალი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში და ეკონომიკის აღდგენა. მე ჩვენს მოსახლეობას შევახსენებ, რომ ჩვენ მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. აპრილში ჩვენ 45%-იანი ზრდა გვქონდა, მაისში - 25%-იანი და ახლა უკვე ივნისში 18,7% დაფიქსირდა, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო ამბავი ჩვენთვის. შესაბამისად, 6 თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12,8%. 6 თვეში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ზრდა ეკონომიკის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ ბიზნესს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს", - განაცხადა პრემიერმა.