loader

"რა წესია, დამასრულებინეთ... არ მინდა, უხეში ფორმით მოგიწოდოთ" - ხათუნა სამნიძე და მამუკა მდინარაძე ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა წესია, დამასრულებინეთ... არ მინდა, უხეში ფორმით მოგიწოდოთ" - ხათუნა სამნიძე და მამუკა მდინარაძე ბიუროს სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მიზეზი ხელისუფლების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების საკითხი გახდა. ხათუნა სამნიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დოკუმენტის ხელის მოწერაზე უარის თქმის საბაბად გამოყენება და თან ყველა ხელმომწერის "ერთ ყუთში ჩაყრა", რომ არავინ ასრულებს ხელშეკრულებას, არის ძალიან ბავშვური, უპასუხისმგებლო არგუმენტი ხელისუფლებაში მყოფი ძალისგან.

ხათუნა სამნიძის განცხადების საპასუხოდ მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ დოკუმენტზე ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს არ შეეძლოთ შეთანხმების მთავარი მიზნის მიღწევა, პოლარიზების შემცირება, რის გამოც მოხდა დოკუმენტის ანულირება. მდინარაძის განმარტებით, ამ ნაწილში მთავარი აქტორი იყო "ნაციონალური მოძრაობა" და სწორედ ამიტომ მახვილდება ამ პარტიაზე ყურადღება.