loader

IRI-ის კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, 26% ხმას „ქართულ ოცნებას“, 14 % „ნაცმოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას მისცემდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

IRI-ის კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, 26% ხმას „ქართულ ოცნებას“, 14 % „ნაცმოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას მისცემდა


„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის", (IRI) ახალი კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, შეკითხვაზე: რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ მუნიციპალური არჩევნები ტარდებოდეს, ხმები ასე გადანაწილდა: "შრომის პარტია - შალვა ნათელაშვილი" -3%; "გირჩი, მეტი თავისუფლება -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე" - 2%; "სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე - 2%; "ლელო - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე" - 2%, "პატრიოტთა ალიანსი" - 2%; "მოქალაქეები" - 2%; "ერი- ლევან ვასაძე" - 1%; "ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია" - 1%; "ხალხისთვის - ანა დოლიძე" - 1%; "დროა" - ელენე ხოშტარია 1 %; "გირჩი" - 1%; სხვა პარტიები - 1%. პასუხი "არ ვიცი" აირჩია - 20%-მა, პასუხზე უარი განაცხადა -7 %-მა.