loader

როდის ექნებათ მოქალაქეებს კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შესაძლებლობა გერმანიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როდის ექნებათ მოქალაქეებს კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შესაძლებლობა გერმანიაში

გერმანიაში მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შესაძლებლობა სექტემბერში ექნებათ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. ბუსტერდოზით აცრის საშუალება პირველ ეტაპზე ხანდაზმულებსა და მაღალი რისკის მატარებელ სხვა პირებს მიეცემათ. მობილური ვაქცინაციის ჯგუფები მოხუცთა თავშესაფრებში ივლიან და ბენეფიციარებს „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებს შესთავაზებენ, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ვაქცინით ჩაუტარდათ მათ ვაქცინაცია მანამდე.

ამასთან, ვაქცინაცია სექტემბრიდან უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება 12-17 წლის ასაკის პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ გერმანიის მარეგულირებლის რეკომენდაციით, ამჟამად ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში იმ პირებს უტარდებათ, რომლებსაც თანმხლები დაავადება აქვთ ან ცხოვრობენ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მაღალი რისკის მატარებლები არიან.