loader

რა ხდება რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში, სადაც ცამ ფერი "იცვალა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში, სადაც ცამ ფერი "იცვალა"

რუსეთში, კერძოდ კი, იაკუტიაში, ტყის უზარმაზარი ხანძრებია. ზოგიერთ რაიონში საერთოდ ნულოვანი ხილვადობაა. მზე კი მსხვილი მტვრის კვამლს მოეფარა. ინფორმაციას ТСН ავრცელებს. 

კადრებში, რომლებსაც ადგილობრივები აქვეყნებენ, ჩანს, რომ გარშემო სულ შავი კვამლია, ხოლო ციდან ფერფლი ცვივა. 

ნულოვანი ხილვადობის გამო ზოგიერთ რაიონში ხანძრის ჩაქრობის პროცესიც კი შეაჩერეს, რამდენადაც თვითმფრინავები ვერ ფრინდებიან. 

აღსანიშნავია, რომ იაკუტიაში მილიონ ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა, ცეცხლი კი კვლავ არ ქრება. რეგიონში დაახლოებით 1500 ახალი ცეცხლის კერაა აღმოჩენილი.