loader

"შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია, თორემ..." - ბიძინა კულუმბეგოვი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია, თორემ..." - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, სოციალურ ქსელში, მომატებული ინფიცირებული მაჩვენებლის ფონზე, იმ შეზღუდვებზე წერს, რომელიც მისი აზრით, ამ პირობებში აუცილებელია:

"სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...

შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია, თორემ მაინც მოგვიწევს სამწუხაროდ მისი დაწესება და მერე გვიანი იქნება," - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

შეგახსნებთ, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 4 827 ადამიანი დაინფიცირდა, 34 პაციენტი კი გარდაიცვალა.