loader

ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის მიერ უკანონო ჩანაწერების მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის მიერ უკანონო ჩანაწერების მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის მიერ უკანონო ჩანაწერების მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ „მორიგ შეთქმულებად“ და „ბინძურ პროვოკაციად“ აფასებს.

როგორც ღარიბაშვილმა შესაბამის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, გავრცელებულ ინფორმაციაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.

„სუს-ი, პოლიცია, ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს.

ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების მიმართ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. სერიოზული კომენტარი არ შეიძლება ამაზე გავაკეთო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.