loader

"მობილობის შეზღუდვა არის გამოსავალი" - თამარ გაბუნია განმარტავს, რა შემთხვევაში დაწესდება შეზღუდვები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მობილობის შეზღუდვა არის გამოსავალი" - თამარ გაბუნია განმარტავს, რა შემთხვევაში დაწესდება შეზღუდვები

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ შეზღუდვების გამკაცრებაზე იქნება საუბარი, ეს ისევ ნიღბების ტარების ძალიან მკაცრი მონიტორინგი იქნება, როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებში. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს კვირა დაკვირვების კვირა იქნება.

"ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მუდმივი რეკომენდაცია არის ნიღბების გამოყენების წესის ზედმიწევნით ზუსტად დაცვა. ნიღბების გამოყენება დღეს მაინც არის მთავარი მექანიზმი, ამდენად თუ შემდეგი შეზღუდვების გამკაცრებაზე იქნება საუბარი, ეს ისევ ნიღბების ტარებაზე ძალიან მკაცრი მონიტორინგი იქნება, როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეებში. შიდა სივრცეებში დღესაც არის და სადაც შესაძლებელია აუცილებლად მაქსიმალური სიზუსტით უნდა მოხდეს ამის დაცვა. დღეს შეზღუდვებზე საუბარი არის განხილვის დონეზე, თუმცა ჯერჯერობით მაინც ვფიქრობთ, რომ იმ შეზღუდვების შესრულების შემთხვევაში რაც უკვე დაწესებულია, გვექნება საშუალება, რომ ამის გამკაცრებაზე აღარ ვისაუბროთ. მაგრამ თუკი ამის საჭიროებას დავინახავთ, რა თქმა უნდა, საბჭო დაუბრუნდება ამ საკითხს", - განაცხადა გაბუნიამ.