loader

"გამოაძვრინეს, გამოაპარეს ციხიდან" - 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებას ოჯახი აპროტესტებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გამოაძვრინეს, გამოაპარეს ციხიდან" - 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებას ოჯახი აპროტესტებს

15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი საპატიმრო დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. ჩოლოიანის საკითხზე ვადაზე ადრე გათავისუფლების (უდო) კომისიამ იმსჯელა.

ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებას ოჯახი აპროტესტებს.

15 წლის ლუკა სირაძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. 2020 წლის 7 სექტემბერს, დაკავებულ გამომძიებელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლუკა სირაძის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა.

ვიდეო: "ტვ პირველი"