loader

"ამ წუთებში მივიღე ინფორმაცია... ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს" - ამირან გამყრელიძე აცრილი სამედიცინო პერსონალის პროცენტულ რაოდენობას ასახელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ წუთებში მივიღე ინფორმაცია... ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს" - ამირან გამყრელიძე აცრილი სამედიცინო პერსონალის პროცენტულ რაოდენობას ასახელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, სამედიცინო პერსონალის 46% არის ერთი დოზით აცრილი.

როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ ეტაპზე აცრილებს შორის ყველაზე ცოტა სანიტარია, რის გამოც ამ მიმართულებით მეტი მუშაობაა საჭირო.

"ამ წუთებში მივიღე ინფორმაცია... ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ამბობენ, რატომ ექიმები და სამედიცინო პერსონალი არ არის აცრილი. 71 ათასი ადამიანი გვყავს ბაზაში, სადაც არიან ექიმები, ექთნები, სანიტრები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და ასევე, ადმინისტრაციული, ვინც მუშაობენ საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში, ანუ არასამედიცინო პერსონალი, მაგრამ 71 ათასი ადამიანის ერთიანი ბაზაა. მოგეხსენებათ, ჩვენი სამიზნეა, რომ ამ ადამიანების 60% მოვიცვათ. დღეს დილის მონაცემებით, სამედიცინო პერსონალის 46% არის ერთჯერადი აცრით აცრილი. იცით, რომ სამედიცინო პერსონალი ყველაზე მეტად დაზიანებული იყო პანდემიის პერიოდში. სამედიცინო პერსონალის 33% ამ პერიოდში კოვიდით დაავადდა", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ერთჯერადად აცრილებს შორის ყველაზე მეტი არის ექიმი.

"არასამედიცინო პერსონალის 45%-ია აცრილი, ექთნების 34%, ყველაზე ნაკლები გვაქვს 26 %, უმცროსი სამედიცინო პერსონალი- სანიტრები. მეტი მუშაობაა საჭირო იმიტომ, რომ სამედიცინო პერსონალი მაგალითია ყველასთვის, ყველა უნდა ავიცრათ", - განაცხადა გამყრელიძემ.