loader

“რატომ "ფაიზერი“? - ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, თუ რატომ შეარჩია კონკრეტული ვაქცინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“რატომ "ფაიზერი“? - ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, თუ რატომ შეარჩია კონკრეტული ვაქცინა


“რატომ "ფაიზერი"?! ჩემი მეუღლე „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. ახლა გვინდა, რომ სახლში ერთგვარი შეჯიბრი გავაკეთოთ, რომელს უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ფაიზერით“ აცრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ოჯახის ყველა წევრი აცრილი ჰყავს და ჭორები, რომლებიც ვაქცინაციის შესახებ ვრცელდება, ტყუილი და უსაფუძვლოა.

„რატომ "ფაიზერი"?! ჩემმა მეუღლემ „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. ახლა გვინდა, რომ სახლში ერთგვარი შეჯიბრი გავაკეთოთ, რომელს უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება. ყველა ოჯახის წევრი, მშობლები აცრილი მყავს. კიდევ ერთხელ მოსახლეობას ვეუბნები, რომ აცრა აბსოლუტურად უსაფრთხოა! ყოველგვარი ის ჭორები და ტყუილები, რაც სხვადასხვა საშუალებით ვრცელდება სიცრუე, უსაფუძვლოა. ჩვენ მეცნიერებს უნდა დავუჯეროთ! მთელი მსოფლიოს მოსახლეობა აღნიშნული ვაქცინებით იცრება, აცრა გვიცავს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.