loader

პრემიერის განცხადებით, ხვალ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით იმსჯელებენ - რომელ სფეროებს შეეხება ცვლილებები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერის განცხადებით, ხვალ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით იმსჯელებენ - რომელ სფეროებს შეეხება ცვლილებები?


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მასშტაბურ ფესტივალებთან და შეკრებებთან დაკავშირებით შესაძლო რეგულაციების დაწესებაზე ხვალინდელ კოვიდსაბჭოზე იმსჯელებენ.


„წინასწარ არ მსურს ამის თაობაზე ვისაუბრო. ხვალ, 12:00 საათზე გვექნება კოვიდსაბჭო. ვიმსჯელებთ მათ შორის ფესტივალების და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების რეგულაციებთან დაკავშირებით. ამის თაობაზე ხვალ მოგვიანებით შეგატყობინებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეზღუდვებს არ ვგეგმავთ. ამის თაობაზე ხვალ რეკომენდაციებს მოვისმენ და მაქსიმალური გონივრულობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ. ძირითადად საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, რაც ეკონომიკაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, არამედ მოსახლეობას რომ გავუადვილოთ ამ სიტუაციის მართვა, რეგულაცია, როგორიც არი პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა... ძალიან გთხოვთ ხვალამდე მოგვეცით დრო“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.