loader

“ლაშა ბექაურს თქვენ რომ დაეპატიჟეთ, არ წახვიდოდით?“ - რა განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა არხილოსკალოში სუფრაზე სტუმრობის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ლაშა ბექაურს თქვენ რომ დაეპატიჟეთ, არ წახვიდოდით?“ - რა განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა არხილოსკალოში სუფრაზე სტუმრობის შესახებ?


“ჩვენთვის საამაყო ახალგაზრდა კაცთან, ლაქა ბექაურთან, მისი მოწვევით ვიმყოფებოდი ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტში, დედოფლისწყაროში. ორივე ვართ აღნიშნული რაიონიდან. ჩავედით სოფელში, აღვნიშნეთ ხალხთან ერთად მისი ტრიუმფალური გამარჯვება. ამის შემდეგ გაიმართა... რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, ძირითადად, სოფლის მოსახლეობა, ახლობლები და მეგობრები. თქვენ არ ვიცი, რა კადრები ნახეთ, იქ იყო ჩვეულებრივი დისტანცია, ჩვენც ვისხედით დისტანციის დაცვით, მეტ-ნაკლებად, როგორც შეგვეძლო. მე გკითხავთ ახლა გულწრფელად, ლაშა ბექაურს თქვენ რომ დაეპატიჟეთ, არ წახვიდოდით?

ჩვენს მუნიციპალიტეტში მე მანამდე გაზომილი მქონდა, შემოწმებული მქონდა, ეპიდვითარება არის ძალიან მსუბუქი, სადაც მე ვიყავი და მანამდე ძალიან ბევრი ადამიანი იყო წინასწარ გატესტილი და ყველაფერი იყო წესრიგში".