loader

ხანძრები, მოკლული ქალები და ბავშვები, გაქცეული სამთავრობო ჯარი - თალიბანმა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ქალაქი აიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძრები, მოკლული ქალები და ბავშვები, გაქცეული სამთავრობო ჯარი - თალიბანმა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ქალაქი აიღო

თალიბებმა კუნდუზი აიღეს, რომელიც ჩრდილოეთ ავღანეთის ადმინისტრაციული ცენტრი და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტია.

როგორც BBC-ის ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენელმა განუცხადა, ქალაქის ყველა რაიონი, აეროპორტის გარდა, "თალიბანის" კონტროლს ექვემდებარება. მისივე თქმით, ქალაქში ხანძრებია, ცენტრში კი "თალიბანის" დროშაა აღმართული.

სააგენტო "როიტერი" კი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლზე წერს. აღნიშნულია, რომ გარდაცვლილებს შორის არიან ბავშვები და ქალებიც. 

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 270-იან ქალაქში, რომელსაც, ასევე, ჩრდილოეთ ავღანეთის კარიბჭეს უწოდებენ, უმძიმესი შეტაკებები მიმდინარეობდა.