loader

“ძალიან ბევრი გავაკეთეთ, ბევრს ვგეგმავთ, ბევრს გავაკეთებთ, იყო შეცდომებიც, მაგრამ ვიცით, საით უნდა წავიდეთ და როგორ ვემსახუროთ ხალხს“ - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ძალიან ბევრი გავაკეთეთ, ბევრს ვგეგმავთ, ბევრს გავაკეთებთ, იყო შეცდომებიც, მაგრამ ვიცით, საით უნდა წავიდეთ და როგორ ვემსახუროთ ხალხს“ - ირაკლი ღარიბაშვილი


“2012 წელს ქვეყანაში ძალიან რთული ვითარება იყო, ავტორიტარული რეჟიმი პრაქტიკულად არავითარ პერსპექტივას არ უტოვებდა ჩვენს მოსახლეობას,ძალადობა, ტერორი, საკუთარი მოსახლეობის ჩაგვრა“ -ეს იყო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საკუთარი უგუნური პოლიტიკით დაკარგავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს, არა თუ უბრალოდ არ უნდა ჰქონდეს რაიმე სურვილი, ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არამედ, მას არ აქვს არავითარი მორალური უფლება, დარჩეს პოლიტიკაში.

“ჩვენი ხელისუფლება პირველივე დღიდან არის ორიენტირებული ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატის ნინო ლაცაბიძის წარდგენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, მთავრობას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა და ხედვა, თუ როგორ განვითარდეს ჩვენი ქვეყანა.