loader

თალიბებმა ავღანეთის მეცხრე პროვინციის დედაქალაქი აიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თალიბებმა ავღანეთის მეცხრე პროვინციის დედაქალაქი აიღეს

თალიბებმა ავღანეთის ბადახშანის პროვინციის დედაქალაქი ფაიზაბადი აიღეს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბადახშანი ქვეყნის 34 პროვინციიდან მეცხრეა, რომლის დედაქალაქიც თალიბებმა ჩაიგდეს ხელში.

ამბოხებულებმა ბოლო ორი დღის განმავლობაში, ფაიზაბადის გარდა, კონტროლი დაამყარეს ბაღლანის პროვინციის დედაქალაქ ფულ-ი-ხუმრსა და ფარაჰის პროვინციის დედაქალაქ ფარაჰზე.

აღსანიშნავია, რომ ბადახშანის პროვინცია ტაჯიკეთს, პაკისტანსა და ჩინეთს ესაზღვრება.