რა ხდება ამ წუთებში ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც დღეიდან მოქალაქეებს აცრა რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ
დღეიდან, ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი ვაქცინაციის სივრცე. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში იმუნიზაცია შესაძლებელი იქნება: „ფაიზერით“, „სინოვაკით“ და „სინოფარმით“.
„სასურველი ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის.
ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით 10:00-დან 20:00 საათამდე შესვენების გარეშე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.