loader

ერთდროულად რამდენი პაციენტი მოთავსდება საველე ჰოსპიტალში და როგორი აღჭურვილობა იქნება ხელმისაწვდომი - გიორგი წოწკოლაური დეტალებს განმარტავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთდროულად რამდენი პაციენტი მოთავსდება საველე ჰოსპიტალში და როგორი აღჭურვილობა იქნება ხელმისაწვდომი - გიორგი წოწკოლაური დეტალებს განმარტავს


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი საველე ჰოსპიტალი დაათვალიერა.

როგორც წოწკოლაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საველე ჰოსპიტალი აღჭურვილია ყველა საჭირო დანადგარით და ის მობილიზებულია იმ მომენტისთვის, როცა ამის საჭიროება და აუცილებლობა დადგება.

მისივე თქმით, აღნიშნულ საველე ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის პაციენტების მიღება იქნება შესაძლებელი.

“ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ძალისხმევით მოხერხდა საველე ჰოსპიტლის გაშლა. აღნიშნული ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტისთვის არის განკუთვნილი. მობილიზებულია ყველა საჭირო აპარატურა და დანადგარი, მათ შორის, ლაბორატორიული ადგილიც. ასევე, ყველა საწოლს აქვს ჟანგბადის პორტი. შესაბამისად, თუ საჭიროება დადგება, მოვემსახუროთ მოსახლეობას, რომ არავინ დარჩეს სამედიცინო დახმარების გარეშე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული საველე ჰოსპიტალი მობილიზებულია იმ მომენტისთვის, როცა ამის საჭიროება და აუცილებლობა დადგება. გამოცდილება გვაქვს და თუ ამის საჭიროება მომავალშიც დადგება, ჩვენ და ჩვენს თანამშრომლებს შეგვიძლია მაქსიმალურად მოკლე დროში, სხვადასხვა ქალაქში განვათავსოთ საველე ჰოსპიტლები. მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროსა და რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეულ თანამშრომელს ამ ღირებული სამუშაოს გაწევისთვის. თუ ამის საჭიროება იქნება, საველე ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის პაციენტების განთავსება მოხდება“, - განაცხადა წოწკოლაურმა.