loader

სამმაგი მკვლელობა კახეთში - კადრები წინანდლიდან, სადაც საზარელი ამბავი მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამმაგი მკვლელობა კახეთში - კადრები წინანდლიდან, სადაც საზარელი ამბავი მოხდა


კახეთში მკვლელობა მოხდა. მოკლულია სამი პირი. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოხდა.

ისინი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალნენ. აღნიშნულს კლინიკაში ადასტურებენ.

"სავარაუდოდ, ცივი იარაღი და ცეცხლსასროლი იარაღი იყო გამოყენებული", - აცხადებენ თელავის რეფერალური საავადმყოფოში.

პოლიციას თელავის რეფერალური საავადმყოფოს ეზო ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.

"ინტერპრესნიუსი" მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს.