loader

კახეთში მოკლული 3 პირიდან ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმაა - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი მკვლელობასთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში მოკლული 3 პირიდან ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმაა - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი მკვლელობასთან დაკავშირებით?


ადგილობრივების ინფორმაციით, კახეთში წინანდალში მოკლული სამი პირიდან ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმაა.

არსებული ინფორმაციით, ასევე გარდაცვლილებს შორის არის პირი, რომელიც ზვიადაურისა და მისი მეგობრის მისამართით ისროდა. კონფლიქტი კი ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე დაიწყო, სადაც ზვიადაური და მისი მეგობრები მათი მეგობრის დასახმარებლად მივიდნენ.

კახეთში მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. სამი პირი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ვიდეო: “მთავარი არხი“