loader

"არასწორია, ამერიკულ ჯარებს უთხრა, იომონ, როცა ავღანეთის ძალები ამას არ აკეთებენ; მათ ჰყავდათ უფრო დიდი არმია, ვიდრე ნატოს ბევრ მოკავშირეს" - ჯო ბაიდენი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არასწორია, ამერიკულ ჯარებს უთხრა, იომონ, როცა ავღანეთის ძალები ამას არ აკეთებენ; მათ ჰყავდათ უფრო დიდი არმია, ვიდრე ნატოს ბევრ მოკავშირეს" - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთის პოლიტიკური ლიდერების ნაბიჯებს აკრიტიკებს.

პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქვეყანა საკუთარმა ლიდერებმა მიატოვეს.

„რა მოხდა? ავღანეთის პოლიტიკური ლიდერები დანებდნენ და ქვეყნიდან გაიქცნენ. ავღანეთის არმია ჩამოიშალა, ზოგი ბრძოლასაც არ შეეცადა. სხვა თუ არაფერი, ბოლო კვირებში მომხდარმა ამბებმა დაგვანახა, რომ ამერიკული სამხედრო ყოფნის დასრულება ავღანეთში კარგი გადაწყვეტილება იყო. არ შეიძლება და არ უნდა იბრძოდნენ ამერიკელი ჯარები და იღუპებოდნენ ომში, რომლის ბრძოლაც საკუთარი თავისთვის არ სურთ ავღანეთის ძალებს“, - განაცხადა ბაიდენმა.