loader

თბილისში 7 თვის ორსული გარდაიცვალა - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში 7 თვის ორსული გარდაიცვალა - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ექიმებმა კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა შედეგი ვერ დადგა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„კოვიდ-19 არის საკმაოდ რთული ინფექცია, რომელიც არა მხოლოდ ორსულებისთვის წარმოადგენს საკმაოდ მაღალ რისკს, არამედ ჯანმრთელი პაციენტებისთვისაც. კითხვები შეიძლება ძირითადად დაუსვათ ექიმებს, ვინაიდან ისინი მართავენ კონკრეტულად პაციენტებს. გართულების მიზეზი არის სხვადასხვა. არ არის ექიმებისა და კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი. როგორც წესი, დაავადება არაერთგვაროვნად მიმდინარეობს და იწვევს სხვადასხვა გართულებას. სამწუხაროდ, ვაკვირდებით, რომ ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი მაქსიმალურად არის ჩართული და ეს მობილიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით არის უმაღლეს დონეზე აყვანილი".