loader

“ციხეში კი არა, ასეთი ადამიანის ძეგლი უნდა დადგან! არ არსებობს ადამიანი და სპორტსმენი, ვინც გვერდში არ უდგას“ - ვინ უდგება თავდებში ზურაბ ზვიადაურს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ციხეში კი არა, ასეთი ადამიანის ძეგლი უნდა დადგან! არ არსებობს ადამიანი და სპორტსმენი, ვინც გვერდში არ უდგას“ - ვინ უდგება თავდებში ზურაბ ზვიადაურს?


თელავის რაიონულ სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის, ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ზურაბ ზვიადაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე თამარ კაპანაძე იმსჯელებს. სასამართლო სხდომა 19 აგვისტოს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესის დღეს ჩატარება ადვოკატებმა მოითხოვეს.

ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დღეს გამართვის მოთხოვნის მთავარი მიზეზია, რომ ზურაბ ზვიადაურმა ძმის დაკრძალვაზე დასწრება შეძლოს.

სასამართლოსთან კომენტარი ავთანდილ ჭრიკიშვილმა გააკეთა. 

“საქართველოს სასახელო სპორტსმენი, ძალიან მაგარი ვაჟკაცი არის. ვიცი, რისი გამკეთებლიც არის. ეს რომ მოხდა, მე ვერ დავიჯერე, რომ ამ კაცს სროლა შეეძლო. მძიმე ფაქტია, ადამიანები დაღუპულები არიან, მაგრამ ასეთი ადამიანი ციხეში კი არა, ასეთი ადამიანის ძეგლი უნდა დადგან. 

არ მომისმენია არც ერთისგან გასხვავებული აზრი, რომ გვერდში არ დაუდგება. სულ ყველა გვერდში უდგას, არ არსებობს ადამიანი და სპორტსმენი, ვინც მაგას იცნობს და გვერდში არ უდგას“ - განაცხადა ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.