loader

კაპიტოლიუმის შენობასთან ბომბით შეიარაღებული მამაკაცი ჯო ბაიდენთან შეხვედრას ითხოვდა - რა მოხდა აშშ-ში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კაპიტოლიუმის შენობასთან ბომბით შეიარაღებული მამაკაცი ჯო ბაიდენთან შეხვედრას ითხოვდა - რა მოხდა აშშ-ში?

აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში კაცმა, რომელიც კონგრესის ბიბლიოთეკას მიუახლოვდა, განაცხადა, რომ მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ის პოლიციას ჩაბარდა. 

დაკავების დროს კაცს წინააღმდეგობა არ გაუწევია. 

დაკავებამდე Reuters-ის ჟურნალისტებმა მამაკაცის ვინაობა დაადგინეს და მის ყოფილ ცოლს დაუკავშირდნენ. აღმოჩნდა, რომ მას შიზოფრენია სჭირს. 

აღსანიშნავია, რომ მძღოლს, რომელმაც თავისი პიკაპი კონკრესის ბიბლიოთეკასთან გააჩერა, სოცქსელებში პირდაპირი ჩართვაც ჰქონდა. ის აცხადებდა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სურდა შეხვედრა.