loader

ისრაელმა ღაზის სექტორს ცეცხლი გაუხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელმა ღაზის სექტორს ცეცხლი გაუხსნა

22 აგვისტოს ღამე, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა "ღაზის სექტორის" რამდენიმე რაიონს სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელის მესაზღვრემ პალესტინის საზღვართან, მომხდარ არეულობაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიიღო. ინფორმაციას "ცახალის" პრეს-სამსახური ავრცელებს.

გუშინ, ასამდე პალესტინელი დემონსტრანტი ცდილობდა ჩრდილოეთ ისრაელის სასაზღვრო ღობეზე გადაძვრომას. სამხედროებს ისინი ასაფეთქებელ მოწყობილობებს ესროდნენ, რომლებმაც მოგვიანებით საპასუხო ცეცხლი გახსნეს. არეულობის დროს ისრაელის მესაზღვრე მძიმედ დაიჭრა.