loader

სომხეთში კორონავირუსის 385 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 15 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სომხეთში კორონავირუსის 385 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 15 ადამიანი

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 385 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 15 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 752-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 237 634 პირი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 224 000-ზე მეტი ადამიანი.