loader

რატომ და როგორ განიცდის კორონავირუსი მუტაციას? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ და როგორ განიცდის კორონავირუსი მუტაციას?

კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამოჩენამ საზოგადოებას ბევრი კითხვა გაუჩინა: რას ნიშნავს მუტაციური გენი, როგორ იქმნება ახალი შტამი და ახდენს თუ არა ის გავლენას ვირუსის გავრცელების სიჩქარესა და მასშტაბებზე.
ყველა ორგანიზმს, ვირუსების ჩათვლით, აქვს გენომი: ეს არის მათი გენეტიკური მემკვიდრეობა. ვირუსებისა და უჯრედების გენომებში მუტაციები მუდმივად ხდება.
მუტაციის მაჩვენებლები სხვადასხვა ტიპის ვირუსს შორის განსხვავებულად მიმდინარეობს. კორონავირუსების მუტაციას 4-ჯერ უფრო დიდი დრო სჭირდება, ვიდრე გრიპის ვირუსის. კვლევების თანახმად, ყოველ ახალ შტამს გადაცემის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე წინამორბედს. მუტაცია ვირუსს გადარჩენისა და გამრავლების უკეთეს შანსს აძლევს.

ავტორი: ნინი ქობალია