loader

“თქვენ წარმოადგენთ ჩვენი ქვეყნის სიამაყეს, ბუმბერაზი ხალხი ხართ სვანები“ - ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში განსახორციელებელი პროექტები წარადგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“თქვენ წარმოადგენთ ჩვენი ქვეყნის სიამაყეს, ბუმბერაზი ხალხი ხართ სვანები“ - ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონში განსახორციელებელი პროექტები წარადგინა


მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა, რომელიც ჯამში 100 მილიონი ლარი ჯდება, 2023 წელს, უშგულის გზის მშენებლობა კი 2022 წელს დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, უხუცესებთან და ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ადგილობრივებმა პრემიერ-მინისტრთან თეთნულდის კურორტის რეაბილიტაციის საჭიროებაზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურის თქმით, კურორტ თეთნულდის რეაბილიტაცია წელს დაიწყება და ასევე მოეწყობა წყლის და კანალიზაციის სისტემებიც, რასაც ჯამში 5 მილიონი დასჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დაწყებულია ჰაწვალის საბაგიროს დემონტაჟი და იგეგმება მისი სრულად გამოცვლა.

პრემიერის განცხადებით, ლაღამის უბანი ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 33 მილიონი ლარია და სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება.

გარდა ამისა, მესტიაში ახალი ცენტრალური პარკი მოეწყობა, რომლის ღირებულება 5-6 მილიონი ლარი იქნება. ასევე, აშენდება თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.