loader

"დაჭრილმა და მისმა ძმამ გამოიძახეს პოლიცია" - თბილისში ბიძამ 17 წლის დისშვილი დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაჭრილმა და მისმა ძმამ გამოიძახეს პოლიცია" - თბილისში ბიძამ 17 წლის დისშვილი დაჭრა

პოლიციამ თბილისში არასრულწლოვანი დისშვილის დაჭრაში ბრალდებული დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა თავისი დის არასრულწლოვან შვილს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 120-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.