loader

თბილისში კოვიდინფიცირებული 19 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში კოვიდინფიცირებული 19 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა

თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, კოვიდინფიცირებული 19 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორი ალექსი ვაჩაძე აცხადებს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

მისი თქმით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"შემთხვევა გუშინ მოხდა, გვიან ღამით ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა, რომელიც 30 ივლისს შემოვიდა ჩვენთან კლინიკაში დადასტურებული კოვიდინფექციით. ჰოსპიტალში შემოსვლისას უკვე სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებით მკვეთრად გამოხატული პრობლემები ჰქონდა. 1-ელ აგვისტოს საკეისრო კვეთის ჩატარება დასჭირდა. მდგომარეობის დამძიმებამ სხვა ორგანოთა სისტემები მოიცვა და სამწუხაროდ, გუშინ გარდაიცვალა. ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მას ჯანმრთელობასთან მიმართებით რაიმე პრობლემა არ აღენიშნება, უკვე მის გაწერაზეა საუბარი", -განაცხადა ალექსი ვაჩაძემ.