loader

საქართველო გერმანიისგან დახმარების სახით 50 000 დოზა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას მიიღებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო გერმანიისგან დახმარების სახით 50 000 დოზა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას მიიღებს

მალე საქართველო გერმანიისგან დახმარების სახით 50 000 დოზა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინას მიიღებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ჯონსონ ენდ ჯონსონით“ იმუნიზაცია მხოლოდ ერთი დოზით ხდება.

„გერმანიის მთავრობისგან ველოდებით მალე დახმარებას 50 000 „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ ვაქცინით. ეს არის, ერთჯერადად რომელიც კეთდება და არა ორი ინიექციით. დიდი ალბათობით, ეს სექტემბერში უკვე გვექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.