loader

“ვაცხადებ კონკურსს! ვეპატიჟები უკრაინაში, მინდა მე თვითონ შევხვდე მათ“ - მიხეილ სააკაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვაცხადებ კონკურსს! ვეპატიჟები უკრაინაში, მინდა მე თვითონ შევხვდე მათ“ - მიხეილ სააკაშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ყველაზე ინოვაციური იდეებისთვის კონკურსს აცხადებს. 

“მინდა ასეთი რამ გავაკეთო:
ვაცხადებ კონკურსს და ტელევიზიას ვიყენებ ამისთვის..
შემდეგ სამ კვირაში, პირველი 50 ყველაზე ინოვაციური იდეის ავტორს, ვეპატიჟები ძალიან საინტერესო კონფერენციაზე უკრაინაში, სადაც მინდა დავათვალიერებინო მათ ბევრი რაღაც, მინდა შევახვედრო ძალიან ბევრ ვიღაცას, მინდა მე თვითონ შევხვდე მათ..
გამოგვიგზავნეთ ეკრანზე მითითებულ მისამართზე 50 ყველაზე ინოვაციური იდეა..

რისთვის გვინდა ეს?
ეს იქნება 50 ყველაზე ინოვაციური იდეა საქართველოს მომავლისთვის და გვინდა იმისთვის, რომ ამ ხალხს მე მივცემ აუცილებლად რეკომენდაციას, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად მათი წინა მოღვაწობისა..
თუ თქვენ ხართ საინტერესო, თუ თქვენ გაქვთ იდეები, თუ თქვენ იცით, რა უნდა ჩვენს ქვეყანას და როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ჭაობიდან, სადაც ვიმყოფებით, სხვადასხვა სფეროებში სრულიად, გახსნილი ვართ ამისთვის..

იდეები კონკურსის სახით შეირჩევა და ჩვენ ნამდვილად არ დავუკარგავთ არავის ნიჭს.. სახელებს და გვარებს არ შევხედავთ, შევხედავთ მათ იდეებს.. ჩამოგიყვანთ უკრაინაში, დავილაპარაკოთ ჯერ აქ და შემდეგ გააგრძელეთ საქმიანობა, გავაგრძელებინოთ ამ ადამიანებს საქმიანობა საქართველოს მომავალ ხელისუფლებაში.
ეს არის ნამდვილი მერიტოკრატია..

50 ქართველს ინოვაციური იდეებით ველოდებით უკრაინაში ძალიან საინტერესო პროგრამაზე და ძალიან საინტერესო დიალოგებს მოგიმზადებთ..
მინდა, რომ ვილაპარაკოთ მხოლოდ მომავალზე..
ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, დაგვრჩება წარსულში, როგორც საშინელი სიზმარი..ბევრად უფრო მდგრადი ინსტიტუტები უნდა შევქმნათ..
და მე ჩემს ფუნქციას ვხედავ, როგორც ხიდს თქვენთვის"..“ -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში ფილმში „საუბრები სააკაშვილთან".