loader

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს გადაწყვეტილებას, უარი თქვას მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე, საგანგებო განცხადებით ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს გადაწყვეტილებას, უარი თქვას მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე, საგანგებო განცხადებით ეხმაურება


“ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპმა განაცხადა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ეხმაურება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, უარი თქვას მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის მიღებაზე და აღნიშნავს, რომ საქართველომ ვერ შეძლო ამ დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, ევროკავშირი საუბრობს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. ამის შესახებ ევროკავშირის წარმოამდგენლობის ოფისში ბრიფინგი გაიმართა.

“ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი- საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას. ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს, ევროკავშირი-საქართველოს დახმარების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“, - აღინიშნა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.