loader

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაზე

"პოლიტიკური თაღლითობა მოიფიქრეს და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე გადაწყვიტეს ხელმოწერა - ვის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ახლა შეიცვლებიან და გახდებიან ჰუმანურები და დემოკრატები? ეს იგივეა, ეშმაკმა გვითხრას, რომ აღარ იქნება ეშმაკი და მას უნდა დავუჯეროთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზესტაფონში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნება" პირველი იყო, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, ვალდებულებების შესრულება დაიწყო, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან კი არანაირი პროგრესი არ ყოფილა.