loader

თბილისსა და რუსთავში ვაქცინაციის 6 მოძრავი პუნქტი დაემატა - სად შეგიძლიათ აიცრად ურიგოდ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისსა და რუსთავში ვაქცინაციის 6 მოძრავი პუნქტი დაემატა - სად შეგიძლიათ აიცრად ურიგოდ?


2 სექტემბრიდან აცრის მსურველებს სასურველი ვაქცინის მიღება თბილისში დამატებით 6 სამგზავრო ავტობუსში შეეძლებათ.

ვარკეთილის, გლდანის და სადგურის მოედნის გარდა, მოქალაქეები ვაქცინაციას შემდეგ ლოკაციებზე შეძლებენ:

საბურთალო - "სითი მოლი" (ვაჟა-ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია „სითი გარდენის“ მიმდებარედ)
გლდანი - "სითი მოლი" – (ი. ვეკუას #1, ღია ავტოსადგომის ტერიტორია, მუხიანის მხარეს)
სამგორი - "ისთ ფოინთი" - (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, ზედა ავტოსადგომი)
სამგორი - (ორხევი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია)
ავჭალა - (ლიბანის ქ. 23, პოლიციასთან)
მუხიანი - (ნ. დუმბაძის გამზირი, პოლიციასთან, კორპუსი N5)
თბილისის გარდა, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები მოეწყო რუსთავშიც:

ჭყონდიდელის დასახლება (რჩეულიშვილის N9 სუპერმარკეტ "მადაგონის" წინ).
მე-12 მკ/რნ, N24 - 23-ე საშუალო სკოლის წინ.
მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, სუპერმარკეტ "მადაგონის" წინ.
ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები ყოველდღე, 10:00-დან – 20:00-მდე იმუშავებენ.