loader

“გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია“ - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის ნაწილისთვის და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია“ - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს


ევროპული თანადგომის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ იმ ძალებს, რომლებიც ქვეყნის დესტაბილიზაციას ცდილობენ - რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, რთული იქნებოდა ეკონომიკური კრიზისის, პოლიტიკური დაპირისპირების გაძლება.


გვესმის, რომ რაიმე სახით ან რაიმე მიზეზით ევროპული თანადგომისა და ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციასა თუ დასუსტებას, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ევროპის მხარდაჭერა იმისათვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს სტაბილურობა.