loader

ამირან გამყრელიძე ასახელებს, რამდენი სრულად ვაქცინირებული ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამირან გამყრელიძე ასახელებს, რამდენი სრულად ვაქცინირებული ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინირებულ პირებს შორის ვირუსის გადადების შანსი ბევრად მცირეა, ვიდრე პირიქით.

"აცრილიდან აცრილზე გადადების შანსი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე აცრილიდან აუცრელზე ან აუცრელიდან აცრილზე", - აცხადებს გამყრელიძე.

ამასთან, მისივე განმარტებით, სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების შემთხვევა ძალიან მსუბუქი იყო და ჰოსპიტალიზაცია მათ მცირე ნაწილს დასჭირდა.

"სამწუხაროდ, გვაქვს სამი გარდაცვალება ორჯერ აცრილებში", - აცხადებს გამყრელიძე.

როგორც მან აღნიშნა, გლობალურად, მთელ მსოფლიოში კოვიდი დღეს, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში, სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი გახდა. „სამწუხაროდ, ბოლო სამ კვირაზე მეტია ჩვენთანაც მან გადააჭარბა სიკვდილიანობის პირველ მიზეზს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებას, მეორე მიზეზს - სიმსივნეებს. ამიტომ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. ყველა ათასი ინფიცირებულიდან, სამწუხაროდ, იღუპება 10-15-20 ადამიანი. გააჩნია სიმძიმეს და თანმხლებ დაავადებებს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.