loader

COVID19 ბარათის მიღება შეუძლია როგორც სრულად, ისე ერთჯერადად ვაქცინირებულ პირს - ცნობილი ხდება დეტალები, რომელიც შესაძლოა ბევრმა არ იცის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

COVID19 ბარათის მიღება შეუძლია როგორც სრულად, ისე ერთჯერადად ვაქცინირებულ პირს - ცნობილი ხდება დეტალები, რომელიც შესაძლოა ბევრმა არ იცის


მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი განცხადებას ავრცელებს. 

“დღეს ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ "სკანდალური" ამბავი აცნობა საზოგადოებას და მორიგი ფეიკ ნიუსი გაავრცელა იმის შესახებ, რომ თითქოსდა პრემიერ-მინისტრმა დანაშაული ჩაიდინა და კოვიდბარათი გააყალბა, ამ დანაშაულის ამსახველი მასალა კი მისმა პრესსამსახურმა პირადი კამერით გადაიღო და საჯაროდ გაავრცელა, არადა ძალიან მარტივი იყო იუსტიციის სახლის გვერდზე ინფორმაციის გადამოწმება, სადაც ნათლად წერია, რომ

კოვიდბარათის მიღება შეუძლია როგორც სრულად, ისე ერთჯერადად ვაქცინირებულ პირს.

ნებისმიერ პირს შეუძლია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში აიღოს COVID 19 ბარათი, რომელშიც მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: ვაქცინაციის სტატუსი, ბოლო pcr კვლევის შედეგი, ინფიცირების სტატუსი ბოლო 6 თვე. ბარათი გაიცემა უფასოდ.

ამავე ტელეკომპანიამ პრემიერ-მინისტრის ნებართვის გარეშე მისი პირადი მონაცემები უკანონოდ გამოიყენა და ვაქცინაციის პორტალზე თვითნებურად დაარეგისტრირა. ეს სამარცხვინო ქმედებაც, ისევე როგორც გავრცელებული ტყუილი "გაყალბებულ" კოვიდბარათზე, არც ჟურნალისტურ და არც ადამიანურ სტანდარტში არ ჯდება!“- აღნიშნულია განცხადებაში.