loader

სომხეთში კორონავირუსის 423 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 7 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სომხეთში კორონავირუსის 423 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 7 ადამიანი

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 423 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 7 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 911-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 245 025 პირი დაინფიცირდა. ქვეყანაში ამჟამად 11 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

Bloomberg-ის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო 275 000-ზე მეტი ვაქცინა გამოიყენეს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 4.6%-ის ორივე დოზით აცრისთვისაა საკმარისი.