loader

თბილისში კორონავირუსს 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში კორონავირუსს 15 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ის ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მკურნალობდა.

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, მოზარდს თანხმლები დაავადებები ჰქონდა და ის კლინიკაში შესვლის დღიდან ჟანგბადდამოკიდებული იყო.

"პაციენტი გუშინ გარდაიცვალა. შემოვიდა 1-ში. ის კლინიკაში შემოსვლიდან იყო ჟანგბადდამოკიდებული. ჰქონდა თანხმლები დაავადებები: ჰიდროცეფალია, რაზეც ოპერაცია ჩაუტარდა; ასევე - ფსიქომოტორული სფეროს დარღვევა, ცერემბრალური დამბლა, ჭარბწონიანობა. თავდაპირველად ფილტვის დაზიანება იყო 13-ქულიანი, რაც შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა", - განაცხადა მაია ჩხაიძემ.